„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ევრაზიის რეგიონის სამ მოწინავე ქვეყანას შორის მოხვდა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 140 სახელმწიფოს შორის 66-ე ადგილი დაიკავა. 2017 წელთან შედარებით, ქვეყანამ ერთი პოზიციით წინ წაიწია.
საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ხორვატიას, აზერბაიჯანს, სომხეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, უკრაინას, მაკედონიას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცოგოვინას და სხვა.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყნებს საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიის დანერგვით მნიშვნელოვნად უსწრებს. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“
კონკურენტუნარიანობის 2018 წლის რეიტინგის ლიდერია აშშ. მეორე ადგილზეა სინგაპური, ხოლო მესამეზე – გერმანია.
წყარო: საქართველოს მთავრობა