ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
საქარველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების (MICE Tourism) მიზნით გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენცნიო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან.
“ATM 2018”-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა. საქართველოდან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 35 კომპანია: LLC Georgian Bus; Start Travel; Exotour; Guide of Georgia; Forty Travels; Bravo Air; KB TRAVEL; Travel Shop; Beautiful Georgia Tours; Happy Travel Georgia; Qualitrips; Meet in Geogia; Best Travels; ZEN TRAVEL; VOYAGER; Voyage Tours Georgia; Levon Travel; Infinity Trips; Lopota Lake Resort&Spa; Geo4Tours; Free Spirit Tours; Top Glory Travel; Capital Georgia Travel; GTA – Georgian Tour Agency; Mimino Travel; Info-Tbilisi; Geo Travel Club; Gudauri Ski Resort/Marco Polo; Concord Travel; Georgian Capital; Elite Travel; GT-GROUP; Georgia Travel RSP; City.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 40 ათასი წარმომადგენელი დაესწრო. ATM 2018”-ზე 2500-ზე მეტი საგამოფენო სტენდი იყო წარმოდგენილი.