საქართველო აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე

  • Home
  • მთავარი
  • საქართველო აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

IBTM Arabia-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების და  ევროპის საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც   საქართველოში  სხვადასხვა  მასშტაბური ღონისძიების გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია