ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
IBTM Arabia-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
გამოფენის ფარგლებში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების და ევროპის საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიების გამართვის შესაძლებლობები განიხილეს.