გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The telegraph-მა საქართველო 2019 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.
“საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და ნამდვილად უცნაურია, რატომ არ სტუმრობს ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ტურისტი. მაღალი მთებით, უძველესი მონასტრებით, სტუმართმოყვარე ხალხით ცნობილი საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც შეგიძლიათ ტურისტულ ბილიკებს გაჰყვეთ და ისიამოვნოთ.
გასულ წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.
ლონდონსა და ქუთაისს შორის დანიშნული პირდაპირი ავიარეისის შედეგად 2019 წელს საქართველოს თოვლით დაფარულ მწვერვალებს, მდელოებზე ხალიჩასავით მოფენილ ვენახებს და ლამაზ ქალაქებს ბევრი სტუმარი გამოუჩნდება.”- წერს ჟურნალისტი გევინ ჰაინესი.