სამშობლო

იქ სადაც თავისუფალი ხარ, თავისუფლად სუნთქავ ,შენი სამშობლო იწყება ეს შენი მთებია, შენი მიწა ,შენი ზღვა, ბევრ ჭირ ვარამს გამოვლილი, მაგრამ მაინც შენი. სერზე რომ შედგები და იყვირებ მიყვარხარო მერე ექოც რომ გპასუხობს იგივეთი აი ეგ მგონია მე ბედნიერება შენი ქვეყნის მთების წიაღიდან დაბადებული ექო… წამით გაჩუმდები და უცებ იგრძნობ რაღაცას არიცი რას ,მაგრამ იცი რომ ეს კარგია ეს სიამაყის გრძნობაა, სისხლის ყივილიაა ,უკვდავი სულია, ხვდები რომ ყველაფერი გიყვარს ამქვეყნად რაც ბუნებას შეუქმნია და ჯერ ადამიანთა ბინძური ხელები არ შეხებია .გიყვარს და გახსოვს ისტორია ,გახსოვს როგორ მოვიდნენ შენი წინაპრები აქამდე დგახარც და გიკვირს ,მერე ხვდები, რომ იმ ადგილს, სადაც ეს მუჭისოდენა გული ასეთი გამალებით ძგერს სამშობლო ქვია” აწმყო შობილი წარსულისაგან”ამ ყველაფეეზე ვფიქრობდი და ფეხით მივუყვებოდი ბახმაროს საფეხმავლო ბილიკს, რომელსაც წესით “მზის ამოსასვლელ გორამდე” უნდა მივეყვანე ასე ვეძახით გურულები იმ ადგილს სადაც მზე ღრუბლებიდან ამოესვენება და ფართოდ გაშლის განიერ მხრებს სუსხს შეეზრდება და ნელნელა უფრო და უფრო იზრდება. არის რაღაცები ,რასაც მხოლოდ მოგზაურობისას აღიქვაამ და აფიქსირებ ამ დროს სხვანაირია ყველაფეერი. ქარიც სხვანაირად ქრის და მზეც სხვანაირად ათბობს შენც სხვანაირი ხდები . ყველა ნაბიჯი უფრო მყარი და მიზანდასახულია. მერე ეჩვევი ამ ყველაფერ და უფრო მეტი გინდა მთელი არსება გთხოვს რომ მეტი შეძლო უფრო მაღლა ახვიდე ამ დროს თითქოს შეგიძლია უსასრულობას შეეხო და იყო ის ვინც არასდროს ყოფილხარ იყო ყველგან და ყველაფერში. მე რომ ვარსკვლავი ვყოფილიყავი, ყველაზე ციმციმა ვიქნებოდი, ყველაზე კაშკაშა და ყველაზე ერთი….სადღაც ცის წიაღში დავიდებდი ბინას. ბევრ სიშავეს შევისრუტავდი….მთვარეზე ვიოცნებებდი და დილის სილურჯით დავტკბებოდი.
მე რომ თოვლი ვყოფილიყავი, იისფერი ვიქნებოდი, ციდან დავეშვებოდი და მიწას ჩავეხუტებოდი, გავაფერადებდი , სიმშვიდეს ჩამოვიტანდი ზეციდან და ყველა აფორიაქებულ სულს დავხსნიდი შფოთვის ბორკილებს…
მე რომ ზღვა ვყოფილიყავი…ვიქნებოდი ყველაზე ლურჯი და ხმაურიანი, ვერმოთოკილი ტალღებით და ზოგჯერ კონტრასტული სიმშვიდით…საღამოობით მზეს გადავყლაპავდი და წითლად მოელვარე ცას შევეზრდებოდი…
მე თუ წვიმა ვიქნებოდი ბევრს ვიხმაურებდი, შევიგრძნობდი ფოთლების,ხეების სუნთქვას ,სიცხისგან დახეთქილი მიწის ოხვრას ,მინდვრის ყვავილების კისკისს და ხასხასა ბალახის სიმწვანე გამაბედნიერებდა…
მე რომ…. მე რომ…მე რომ
მაგრამ მე ვარ ადამიანი ზუსტად ისეთი როგორიც ვარ.! გრძნობების ფრაგმენტს მელნით გამოვდევნი სხეულიდან , ვრჩებით მე და ღამე ოცნებების უკიდეგანო ყულაბით, სადაც ყოველ დღე ვაგროვებ ჩემს მიერ დახატულ სიუჟეტებს და მაინც ყველაზე მეტად მეტკბილება ოცნება ოკეანეზე, სახელად თვალუწვდენელი სიმშვიდე.