სამეწარმეო ბაზრობა თელავში

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ამა წლის 3 ნოემბერს  ქალაქ თელავში გაიმართება ყოველწლიური  „ჭაჭის ფესტივალი“.

ფესტივალის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა, სადაც მეწარმეები ქართული პროდუქტის წარმოდგენას შეძლებენ.

ღონისძიება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა პროდუქციის პოპულარიზაცია, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

რეგისტრაცია

წყარო:  აწარმოე საქართველოში