მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ვახაში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი.
ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს “ავტოგზა ლენტეხი 99” ასრულებს.
სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტირდა 36 ხიდი.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალხინოში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელ გზაზე და მდინარე აბაშაზე ქ. მარტვილისა და ნალეფსაოს უბნის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდების მოწყობის სამუშაოები.