სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

  • Home
  • კულტურა
  • სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია
Rehabilitation of Virgin Mary Church.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი, საშიშროება იყო წყლის ჩასვლის, ტაძარს არ ჰქონდა სარინელი, რის გამოც ზიანდებოდა საძირკველი.

სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ი/მ “პაატა ბასიშვილ”-მა განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:

  • აიყარა ქვის ძველი იატაკი და დაიგო ქართული აგური;
  • მოხდა ეკლესიის დაზიანებული სახურავის დემონტაჟი. ძველი, გამოქარული კირდუღაბის მოხსნა და ახალი კირდუღაბით კამარის გადალესვა;
  • ტაძარი გადაიხურა ლითონით სახურაით;
  • ეკლესიის ინტერიერში, კერძოდ სამრეკლოს ჭერში მოხდა ძველი გაჯის ნალესობის დემონტაჟი და ღიობების ამოვსება სპეცკირხსნარით;
  • ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი ;

ეკლესია დარბაზულია, სამხრეთი მინაშენით და დასავლეთის გვიანდელ მინაშენზე დასმული სამრეკლოთი. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. საფუძვლიანად არის გადაკეთებული XIX ს-ში.

Tags: