საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“

  • Home
  • მთავარი
  • საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“ გაიმართა. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში მესამედ ჩატარდა. Touch კონფერენციას Google-ის, airbnb-ის, ლეგოს ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრნენ. წელს პირველად მოეწყო სტარტაპ ექსპო , სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდათ. Touch Digital Summit ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. “Touch Digital Summit”-ზე წარმოდგენილია თემატური პრეზენტაციები და მასტერკლასები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან თემებს მოიცავს: მონაცემების ანალიზი, მოგზაურობა, თანამედროვე ციფრული ტენდენციები, მომავლის ტექნოლოგიები, მარკეტინგული სტრატეგიები და ა.შ.

 

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია