საბადურის ტყე – ზღაპარი, რომელიც რეალურად არსებობს

  • Home
  • ბლოგები
  • საბადურის ტყე – ზღაპარი, რომელიც რეალურად არსებობს

ალბათ ყვეელას გვიოცნებია, განსაკუთრებით კი ბავშვობაში, ზღაპრულ ფილმებში ნანახი ფერიების და ელფების იდუმალებით მოცულ, მოჯადოებულ ულამაზეს ტყეში, თუნდაც ერთხელ ფეხის შედგმა და გასეირნება. ბევრჯერ წარმომიდგენია თავი რომელიმე ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟად და მიოცნებია ზღაპრის რეალობაში ახდენა. გავიდა დრო, გავიზარდე და ეს ბავშვური ოცნებები ბავშვობაშივე აუხდენელი დარჩა, თუმცა მას შემდეგ. რაც ერთ საოცარ ტყეს ვესტუმრე, უმალ გაიღვიძეს ბავშვობის მიძინებულმა მოგონებებმა ჯადოსნურ ტყესა და ელფების სამფლობელოზე. სწორედ ამ დროს, ჩემმა გულმა და გონებამ დაიწყო სასწაულების დაჯერება. ადგილი, სადაც მისტიკა სილამაზეს ერწყმის და ზარაპარს რეალობად ხდის. ეს საბადურია! ტყე, რომელიც თავისი სილამაზით, სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს.

საქართველო განსაკუთრებით გამოირჩევა ბუნების სიმდიდრით, მათ შორის ულამაზესი ტყეებით.

საბადურის ტყე, რომელიც მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული, მდიდარია ულამაზესი და ზღაპრული პეიზაჟებით. ტყე, რომელსაც შეუძლია გაგაოცოთ, შეგაყვაროთ თავი თავისი მომხიბლელობით და ზღაპრული გარემოთი წლის ნებისმიერ სეზონზე, თბილისიდან არც თუ ისე შორს, სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს და იგი თბილისის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

“იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად” თოვლით დაფარულ ზღაპრულ საბადურის ტყეში.

დაატრიალეთ დათოვლილი საბადურის ტყე 360 გრადუსით

 

 

Tags: