ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს .
31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები თბილისი – ბუქარესტი -თბილისის მიმართულებით კვირაში 2 ჯერ შესრულდება. ავიაკომპანია მგზავრებს ბუქარესტის გავლით 50-ზე მეტ ტრანზიტულ მიმართულებას სთავაზობს.
რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია ტარომის პრეზენტაცია სასტუმრო მერკურში გაიმართა . ღონისძიებას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს აეროპორტების ბიზნესგანვითარების მენეჯერი დეა მაჭავარიანი, ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ლივიუ ჰორუმბა და ავიაკომპანია “TAROM”-ის მენეჯერები.
თბილისი ბუქარესტის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 440 ლარიდან დაიწყება.
საქართველოში რუმინელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2018 წლის 9 თვის განმავლობაში რუმინეთიდან საქართველოში 58.1%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.