კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 11 სექტემბრის მონაცემებით, მევენახეების შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.
კახეთში 42 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან:
•27 000 ტონამდე საფერავი;
•9 000 ტონამდე რქაწითელი;
•900 ტონამდე კახური მწვანე;
•სხვადასხვა ჯიში.
რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.
10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა:
•გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 11 500 ტონა;
•ყვარელში – 11 000 ტონა;
•თელავში – 8 000 ტონა;
•სიღნაღში – 4 700 ტონა;
•დედოფლისწყაროში – 3 200 ტონა;
•ახმეტაში – 2 000 ტონა;
•ლაგოდეხში – 800 ტონამდე.
„რთველი 2018“-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული.
ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.
წყარო: საქართველოს მთავრობა