რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ დროისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობის სამუშაოები, კომუნიკაციის გადატანის პროექტის მომზადება და ნარჩენების განსათავსებელი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს

პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა იგეგმება

წყარო: რა კეთდება