რიგით 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი დმანისში გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • რიგით 59-ე საზოგადოებრივი ცენტრი დმანისში გაიხსნა

საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. მათ შორისაა: დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია, საბანკო მომსახურება და სხვ.

მოსახლეობა ასევე სარგებლობს:
• თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით;
• უფასო ინტერნეტით;
• კომპიუტერებითა და ვიდეოკონფერენციის აპარატურით.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით ცენტრები ფუნქციონირებს 10 რეგიონის 40 მუნიციპალიტეტში: ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთში, აწყურში, სანიორე-ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერესა და წნორში.

ვრცლად საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ იხილეთ: http://www.centri.gov.ge/

წყარო: საქართველოს მთავრობა