მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა და ფოთის შემდეგ რიგით მე-3 ფილიალია სამეგრელოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს.
ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდება იუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტულ გარემოში სერვისების მიღებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს.
იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე მარტვილის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა.
2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.
წყარო: საქართველოს მთავრობა