პირველი რესპუბლიკის მოედანზე MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. წელს ავტოპარკს 90 ახალი ავტობუსი დაემატა, რომელიც დიზელის ძრავზე მომუშავე „ევრო 6“ ემისიის სტანდარტისაა.
ავტობუსები სულ 82 მგზავრზეა გათვლილი, აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27. ისინი ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია სპეციალური გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე, გააჩნიათ საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა, ასევე, USB დამტენები და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალება.
თბილისის მერიამ 10 მარშრუტი განსაზღვრა, რომლებზეც ახალი ავტობუსები გადანაწილდება.
წყარო: ქართული ოცნება