რჩევები, რომლებიც გაგიადვილებთ მოგზაურობისთვის მზადებას

  • Home
  • ბლოგები
  • რჩევები, რომლებიც გაგიადვილებთ მოგზაურობისთვის მზადებას

მოგზაურობას გეგმავთ? ამისთვის საჭიროა ბარგის ჩალაგება. სანამ საქმეს შეუდგებით გადაიკითხეთ ჩემი რჩევები.

დაახლოებით 6 წლის წინ ჩემი მოგზაურობისთვის მზადება და ბარგის ჩალაგება ასე გამოიყურებოდა: მზადებას ვიწყებდი რამდენიმე დღით ადრე, ვალაგებდი თითქმის მთელს ჩემს გარდერობს. ტანსაცმელს, რომლებიც ალბათ რამდენიმე წელი არც მცმია, ვალაგებდი იმ იმედით, რომ მოგზაურობისას აუცილებლად ჩავიცვამდი. რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, სამკაულები, კოსმეტიკა და კიდევ უამრავი არასაჭირო ნივთი. შედეგად ვიღებდი რამდენიმე საათიან შრომას და დაღლას, საშინლად მძიმე ჩემოდანს და დამატებით ჩანთის წონის გადასახადს.

შემდეგ, შინ დაბრუნებულს მახსენდება ოთახის კუთხეში რამდენიმე დღით მდგარი დიდი ჩემოდანი, რომელსაც დღითიდღე ეცვლებოდა ადგილი და ოთახის სხვადასხვა კუთხეში დამოგზაურობდა მანამდე, სანამ არ მოვიკრეფდი ნებისყოფას და იწყებოდა ისევ რამდენიმესაათიანი “მძიმე” შრომა.

აღნიშნული ფაქტი უფრო მძიმეა, როდესაც ლაშქრობაში ხარ. ამ დროს საათობით გიწევს ზურგით უდიდესი ჩანთის ტარება, და სწორედ ამ დროს ხვდები რომ საჭიროა წონის შემცირება. ადამიანი ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. შედეგს კი გიზიარებთ:

 

ჩაბარგება:

წაიღე მხოლოდ ის ტანსაცმელი რაც გიყვარს. ნამდვილად დასანანია რამდნიმე საათის ხარჯვა იმაზე ფიქრში თუ “რა წავიღო?”, “რა ჩავიცვა?!” რაც ცოტაა ასარჩევი, მით ადვილია არჩევანის გაკეთება.

თანხის დაზოგვა ბარგის ხარჯზე:

ნაკლები წონა უდრის ნაკლებ გადასახადს. თვითმფრინავში 10კგ ხელბარგის ატანაა შესაძლებელი, ასე რომ ეცადეთ წონას არ გადააჭარბოთ, ასე ფულსაც დაზოგავთ, ენერგიასაც და დროსაც.

უსაფრთხოება:

ზურგზე აკიდებულ პატარა ჩანთას ნაკლები შანსი აქვს, რომ დაიკარგოს. დამეთანხმებით ავიაკომპანიების ისტორიაში საკმაოდ ბევრი ჩანთაა დაკარგული და მის პონვაში საკმაოდ ბევრი დრო და ძალისხმევაა დახარჯული.

“ყოველთვის მზად ხართ”:

პატარა ჩანთა ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ხართ გასამგზავრებლად. ასევე იგი საკმაოდ კონფორტულია ქალაქში სასიარულოდ, ტრანსპორტის და თუნდაც სასტუმროების ცვლის დროს.

პატარა არჩევანი-მეტი თავისუფლება-ნაკლები სტრესი:

როდესაც ალაგებთ იმ ნივთებს და ტანისამოსს რომელიც გიყვართ, ბევრი ფიქრი აღარაა საჭირო.

თქვენთვის საყვარელი ტანისამოსი სწორედ ისაა რაც მოგზაურობისას გჭირდება. აღარაა საჭირო დახარჯოთ საათები იმაზე ფიქრით თუ რას რა მოუხდება და ა.შ. ასევე ის რაც კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, ბედნიერებასაც მოგანიჭებთ.

ერთი ამოსუნთქვით ამობარგება: 

წარმოიდგინეთ: ყველაფერი ერთად სარეცხ მანქანაში. უცებ შრება და 1 დღეში ყველაფერი მზადაა. ეს ხომ უდიდესი შვებაა.