რაც შეეხება საქართველოს…

რა არის მოგზაურობა/ტურიზმი?მოგზაურობა ეს არის,როდესაც ადამიანი ტოვებს თავის პირვანდელ სამყოფელს და მიემგზავრება იგი დროებით საცხოვრებლად სხვაგან.
არსებობს როგორც შიდა ისე გარე ტურიზმი…თუმცაღა ხალხი უფრო დიდ უპირატესობას რათქმაუნდა გარე ტურიზმს ანიჭებს და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ადამიანებში…ზოგადად ტურიზმი ეს კრეატიულობა,შემეცნება,ახლის ძიება,ეროვნული კულტურების გაცნობაა,მაგრამ ამ ყველაფერთან ერათად ტურიზმს კიდევ სხვა ბევრი განხრა აქვს როგორც მომავალმა ტურისტმა მე ვიცი რა არის ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა და როგორ უნდა წავმართო იგი თუ ვისაუბრებთ ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებზე რათქმაუნდა პირველ ადგილზე “სუპერ სახელმწიფო”ა.შ.შ გამოდის,მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოში ბოლო ტურისტულ ნაკადის სტატისტიკას დავრწმუნდებით იმაში,რომ საქართველო ამიერ კავკასიაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა(პოლიტიკური ტერინოლოგიით,რომ ვისაუბროთ) რაც გამოიხატება იმაში,რომ შეიქმნას უფრო ძლიერი ეკონომიკა.საქართველო ეს ის ქვეყანაა,რომელიც ძალიან მდიდარია თავისი კულტურული ძეგლებით,ძველი არქიტექტურით(ასევე ახლით),მღვიმეებით,მთებით,წყლით,გამოქვაბულებით,ტყით(სადაც მთელ ევროპაში პირველადი ტყეებია) და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებით.ასევე საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა,რაც მთავარია შავ ზღვაზე გასასვლელი რითაც საქართველო ამით თავს იწონებს და ყოველ ზაფხულს უამრავი ტურისტს იზიდავს.საქართველო ასევე მდიდარია მინერალური წყლით ავიღოთ მაგ: “ბორჯომი”სადაც ასევე უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ მნიშვნელოვან ადგილს.რაც მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეები სადაც ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი წეს-ჩვეულებებით,ტრადიციებით და მდებარეობით.სვანეთი ეს ის ერთადერთი ტურისტული კუთხეა სადაც მნახველი მუდმივად თავს იყრის ამ ულამაზეს მხარეში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მთები სვანური კოშკები და ცოტაოდენი მითები ამ ულამაზეს მხარეზე რომელიც წარსულიდან მომდინარეობს…რაც შეეხება ჩვენ რელიგიას,რომელიც ყველაზე ჭეშმარიტია ეს “მართმადიდებლობაა”.ჩვენს ქვეყანაში ასევე მრავლად არის რელიგიური დაწესებულები(ეკლესიები,ტაძრები,მონასტრები)რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული მნიშვნელობით გამოირჩევა მთელ საქართველოშიდა ყველას თავისი დიდი ისტორიული წარსული აქვს რაც კიდევ უფრო სულში ჩამწვდომია…