რატომ უნდა იმოგზაურო მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ

  • Home
  • ბლოგები
  • რატომ უნდა იმოგზაურო მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ

ხალხის გარკვეული ნაწილი მოგზაურობას იწყებს ხნიერ ასაკში,თუმცა დამამთავრებელ კლასში ან უნივერსიტეტში ჩვენ ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა წამახალისებელი მოგზაურობის სახით, რომელიც საზღვარგარეთ სწავლას ან მუშაობასთანაა დაკავშირებული. თუმცა ზოგი თგვენგანი ამ შესაძლებლობას სერიოზულად არ აღიქვამს ან პირიქით ამის შესახებ წერს და გეგმავს ახალგაზრდობაში. მე ნებისმიერ ასაკში ვისურვებდი მოგზაურობას, თუმცა რაც უფრო ადრე შეძლებთ მიიღოთ მოგზაურობის გამოცდილება მით უკეთესი იქნება.
ამიტომ მე შევეცდები წარმოგიდგინოთ რამდენიმე მიზეზი თუ რატომაა მოგზაურობა კარგი მაშინ, როდესაც შენ ხარ ახალგაზრდა:
◽როდესაც ახალგაზრდა ხარ შენ ჯერ კიდევ ეძებ საკუთარ თავს და ემზადები მომავალი ცხოვრებისათვის, ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები კი, რასაც მიიღებ საზღვარგარეთ მოგზაურობით შენ მოგცემს ცხოვრებისათვის ხანგრძლივ და პირად სარგებელს, თითქოს ფეხს დგავდე პროფესიონალ სამყაროში.
◽ახალგაზრდების უმეტესობას საკუთარი კომფორტის ზონა აქვს მოწყობილი ეს იქნება შინ თუ გარეთ. ის გარემო, სადაც იმყოფები არის კარგად ცნობილი შენთვის, ამიტომ გაარღვიე საზღვრები თუნდაც ეს შიშს გგვრიდეს, ეცადე გამოხვიდე კომფორტის ზონიდან და შეეჭიდე რაიმე ახალს ეს მოგცემს საშუალებას ისწავლო და ნახო ბევრი ახალი რამ, თუნდაც ეს შენთვის არც ისე კომფორტული იყოს. ეს შენ დაგეხმარება გაზრდაში.
◽შენ ეჩვევი უცხო სიტუაციებში ადაპტაციას, რადგან ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები, ხოლო ხალხს დამახასიათებელი ქცევის თავისებურება და როდესაც მოგზაურობ გადიხარ წვრთნას, რომ შეერწყა მათ კულტურას. ამიტომ თქვენი მოგზაურობის განმავლობაში შეხვდით, რაც შეიძლება მეტ ხალხს, ეს თქვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოსა და მხიარულს გახდის ამასთანავე შენ არასოდეს იცი მოგზაურობისას შეძენილო კავშირები რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მომავალში.
◽კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ისწავლო მოგზაურობისას არის ის, რომ ზოგადად ხალხი მეგობრულია და მათ უყვართ საუბარი მშობლიური სახლებისა და კულტურის შესახებ. რა თქმა უნდა ზოგ შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ მოგზაურობას შეუძლია ეს დიდი მსოფლიო უფრო პატარა გახადოს და გაგრძნობინოს უფრო მეტი კავშირი იმ ქვეყანასთან, სადაც წახვალ, რადგან საზღვრებს გარეთ ყოფნისას ხალხთან ურთიერთობისას იძენ ახალ კავშირებს სხვადასხვა ქვეყნებში.
◽ სწავლობ ახალ ენას. დიახ, როდესაც საზღვარგარეთ გიწევს სწავლა ან მუშაობა, შენ იცი ერთი ენით მეტი საზღვარზე დაბრუნებულმა, ვიდრე იცოდი წასვლამდე. საზღვარგარეთ ცხოვრება ნამდვილად კარგი გზაა ენის შესასწავლად.
ვიმედოვნებ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდებათ სურვილი დაიწყოთ მოგზაურობა, რაც შეიძლება ახალგაზრდამ და შეაბიჯოთ უზარმაზარი მსოფლიოს განსხვავებულ ნაწილში ფეხი.
თუ მეთანხმები და შენც გახდებოდი ერთ-ერთი ყველახე ახალგაზრდა მოგზაური, მაშინ გამიზიარე შენი გამოცდილება ან უბრალოდ აზრი კომენტარებში.