რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

Racha-Lechkhumi, Kvemo Svaneti, Ambrolauri, Spring works

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს.

ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს.

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის  გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში მდებარე კოოპერატივის „ალვაზი“ ვენახებში იმყოფებოდა და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ამ ეტაპზე ვენახებში  გასხვლის, სასუქით მომარაგებისა და ნიადაგის დამუშავების სამუშაოები  ტარდება.

აღნიშნული ვენახები  სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში გაშენდა. აღნიშნულ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითრების საგენტო 2013 წლიდან ახორციელებს.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Tags: