ქვევრის ღვინის წარდგენა ბერლინის გამოფენაზე

  • Home
  • მთავარი
  • ქვევრის ღვინის წარდგენა ბერლინის გამოფენაზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე ,,RAW WINE” ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ნათენაძის მარანი“, „ველინო“, „ტიბაანი“, „აი ღვინო“, „ნაოტარი“, „რაჭული“ და „ბოლნური“. გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.
გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

წყარო: Wines of Georgia