ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და
ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით სასტუმრო „იოტაში“ ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს.
ფორუმის მიზანია, საერთაშორისო და შიდაბაზარზე ქვემო ქართლის ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში, შესაძლებელია უამრავი ღირსესანიშანაობის მონახულება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება: ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა.
ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს.
ფორუმის მონაწიელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.