ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

ივლისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით მეტია.

2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34%-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

წყარო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო