ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

2018 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 72 210 მგზავრს მოემსახურა, რაც 44 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 245 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 15 %-ით მეტია.

წყარო: Kutaisi International Airport