ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დაათვალიერა.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება