ქობულეთში სანაპირო ზოლის აღდგენა დასრულდა

დამთავრდა ორ კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ამავდროულად მოიცავდა ბულვარის გაკეთებას.

15 სექტემბრიდან განახლდება სამუშაოები და მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი. ქობულეთის ტურისტული პოტენციალის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ივნისი იყო განსაკუთრებით წარმატებული. დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქობულეთის 2 კილომეტრამდე სანაპიროს ზოლის აღდგენა ივნისის ბოლოს დასრულდა. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები და შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.

წყარო: ქართული ოცნება