ყველაზე შხამიანი ბაღი მსოფლიოში

ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნორთუმბერლენდის ქალაქგარეთ მდებარე ალნვიკის შხამიანი ბაღი, სავარაუდოდ, ყველაზე საშიში ბაღია მსოფლიოში. შესასვლელ ჭიშკართან გაფრთხილებაა:”ამ მცენარეებს შეუძლიათ მოკვლა!”

რატომ არის,რომ მსოფლიოს ბაღები ყოველთვის ორიენტირებულები არიან მხოლოდ მცენარეთა სამკურნალო თვისებებზე და არა მათ მომაკვდინებელ ეფექტზე ? ალნვიკის ბაღის შექმნისას, სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა ნორთუმბერლენდის ჰერცოგინია ჯეინ პერსი. დღეს აქ 100 – ზე მეტი შხამიანი მცენარეა. მაგალითად, ბელადონამ, რომლის შხამი თავს ესხმის ნერვულ სისტემას, მცირე რაოდენობითაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ან Ricinus communis, მცენარე, რომელსაც შეუძლია სასტიკად მოკლას მოზრდილი ადამიანი: გულისრევით, ღებინებით, კრუნჩხვებით, თირკმელების, ღვიძლის და ელენთის დაშლით.

რა თქმა უნდა, შხამიან ბაღში მარტო სიარულის უფლება არავის არ აქვს, მხოლოდ სპეციალურ გამყოლთან ერთადაა შესაძლებელი ბაღის მონახულება.ეს რეკომენდირებულია არა მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით, არამედ შხამიანი მცენარეების ისტორიის შესასწავლად, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ უვნებელია. 

ასევე საინტერესოა თავად ბაღების ისტორია: ისინი ჯერ კიდევ 1750 წელს დააარსა ნორთუმბერლენდის პირველმა ჰერცოგმა, მათ უვლიდნენ და აფართოებდნენ საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, მესამე ჰერცოგი იყო  შხამიან მცენარეთა შემგროვებელი.

გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში დაიგეგმა პარკინგის ადგილების შექმნა ყოფილი ბაღების ტერიტორიაზე. მაგრამ ჰერცოგინია ჯეინ პერსის სხვა გეგმებიც ჰქონდა-  ქმრის, ნორთუმბერლენდის ჰერცოგის, ასევე მრავალი შემოწირულობისა და მოხალისეთა არმიის დახმარებით, დაიბადა ახალი ალნვიკის ბაღები, ბრიტანეთის ყველაზე ამბიციური მებაღეობის პროექტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ატრაქციის ღირებულება შეადგენდა 42 მილიონ ფუნტ სტერლინგს.

2001 წელს გაიხსნა პირველი ნაწილი. ყურადღება გამახვილებულია უზარმაზარი წყლის კასკადზე, 33000 ლიტრი წყლით. ასევე დაემატა ბამბუკის ლაბირინთი, დიდი ხის სახლი რესტორნით და რა თქმა უნდა უამრავი მცენარე.

მხოლოდ დეკორატიულ ბაღში 16 ათასზე მეტი მცენარეა. ვარდების ბაღი მოიცავს 3000 სხვადასხვა ტიპის ვარდს, მათ შორისაა სპეციალური ჯიშები, მაგალითად-ორთავიანი ალნვიკ ვარდი. შხამიანი ბაღი, რომელიც 2005 წელს გაიხსნა, აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

 

წყარო: top7travel

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: