ყაზბეგიდან გუდაურამდე ახალი საბაგირო გაიხსნება

  • Home
  • მთავარი
  • ყაზბეგიდან გუდაურამდე ახალი საბაგირო გაიხსნება

გუდაური ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია საქართველოში.

ყაზბეგიდან გუდაურამდე ახალი საბაგირო 29 დეკემბერს გაიხსნება. მისი მეშვეობით სტეფანწმიდიდან გუდაურამდე გზის ხანგრძლივობა 15 წუთამდე შემცირდება.

პროექტის ღირებულება 81 მლნ ლარია, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. საბაგიროს სათხილამურო კურორტის განვითარებასთან ერთად, სატრანსპორტო დანიშნულებაც ექნება.