“საპოვნელა”–ს მასპინძელი იმერეთიდან, გაიცანით ქეთევან ლაცაბიძე

  • Home
  • ინტერვიუები
  • “საპოვნელა”–ს მასპინძელი იმერეთიდან, გაიცანით ქეთევან ლაცაბიძე

ჩვენი წარმატების საიდუმლო საქმის სიყვარული და მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომაა - ქეთევან ლაცაბიძე

გაიცანით გესთჰაუს „საპოვნელა“ უნიკალური ადგილმდებარეობით, მრავალფეროვანი პირობებითა და საინტერესო სერვისებით.

  1. მოგვიყევთ თქვენს შესახებ?

მე ვარ ქეთევან ლაცაბიძე, 43 წლის. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და საოჯახო სასტუმრო „საპოვნელას“ დიასახლისი.

  1. რამდენი ხანია რაც სასტუმრო ფუნქციონირებს?

საპოვნელა 2019 წლიდან ოპირირებს ტურიზმის სფეროში. მდებაორებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში. გეოგრაფიული არეალი კი, სადაც საოჯახო სასტუმრო მდებარეობს კონკრეტულად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კარიბჭესთან 3 კმ-შია, რაც სასტუმროს ეკოტურისტული ადგილის სტატუსს ანიჭებს.

  1. რა სირთულეებს წააწყდით იდეის განხორციელების მომენტში?

მთავარი სირთულე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო, რაც ძალიან გამიხანგრძლივდა. ჩვენ არავინ გვაფინანსებს და აქედან გამომდინარე საკუთარი ძალებით გვიწევს შრომა. ჯერ კიდევ ვერ შევძელით სტუმრების მიღება იქიდან გამომდინარე, რომ წელს დავიწყეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია განახლება.

რა დამატებით სერვის/პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს გარდა განთავსებისა?

გესთჰაუსი საპოვნელა არის ადილი, სადაც ვიყენებთ ეკო პროდუქტებს ჩვენი მცირე ბიო მეურნეობიდან, რაც გულისხმობს მთელ პროცესს – ხილ-ბოსტნეულის, ყურძნის, რძის პროდუქტების და ასე შემდეგ მოყვანით დაწყენუბული დაკრეფით, დაგემოვნებით, გამასპინძლებით დამთავრებული ჩვენი სტუმრების თანამონაწილეობით. (პროდუქტის წარმოებისას არ ვიყენებთ შხამ–ქიმიკატებსა და ქიმიურ სასუქებს) საპონელა მარაგდება ბუნებრივი წყაროს წყლით.

  1. რატომ უნდა დაინტერესდეს მომხამრებელი საპოვნელათი?

საპოვნელას დიასახლისი სტუმრებს უმასპინლებს ტრადიციული იმერული სტუმართმოყვარეობით. მოგიმზადებთ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელ ავთენტურ გასტრონომიის შედევრებს ტრადიციული რეცეპტებით. თბილი ღიმილი, სტუმრების მიმართ კეთილგანწყობა და საპოვნელას ექსკლუზიური ღვინო, (დაყენებულია ენდემური ჯიშის ვაზისგან – ციცქა-ცოლიჯოურისგან და გაჯერებულია სიყვარულითა და მზის სხივებით), ჩვენი საოჯახო სასტუმროს „საპოვნელას“ სავიზიტო ბარათია.

     5.გვიამბეთ მეტი თქვენი სამუშაოს შესახებ.

ჩვენი სერვისი მთლიანად  მორგებულია ვიზიტორების სურვილებსა და გატაცებებზე.

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ველურ ბუნებაში (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში) ჯოლიხევის ხეობაში ველო და საცხენოსნო ტურებს.

პასიური დასვენების მოყვარულებს ვთაბაზობთ ხატვას ბუნებაში, ჩიტების ჭიკჭიკისა და ჭიქა ღვინის თანხლებით.

  1. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ?

გესთჰაუსი საპოვნელა არის სახლი-სასტუმრო, სადაც შენარჩუნებულია სიძველე და თვითმყოფადობა, ეს კი შერწყმული თანამედროვე კომფორტისა და სიმყუდროვეს.

  1. და ბოლოს გვითხარით რა არის თქვენი წარმატების საიდუმლოს ?

ჩვენი წარმატების საიდუმლო საქმის სიყვარული და მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომაა!

 

სტატიის ავტორი: სალომე აბრახამია

Tags: