ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ღვინის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება შეეძლოთ
ასევე, გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების: ,,ელესა”-ს, ,,ბეთლემი”-ს, ,,მოყვარე”-ს, ,,იაგუნდი”-ს და ,,ფესვები”-ს კონცერტი. წარმოდგენილი იყო ,,აჭარული ქორწილი”-ს ინსცენირება და ფოლკ-ბენდ ,,ელესას” რეპერტუარი
გაიმართა ნომინაციებში გამარჯვებული ფერმერების დაჯილდოების ცერემონია
საღამო ანსამბლ ,,ალილო”-ს წევრების – ლაშა ღლონტის, აჩიკო ბერიძის და ლევან ცხოიძის კონცერტით დასრულდა
ქედის ღვინის ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე დაესწრნენ
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი