ქართველი მსახიობი ბერლინალეს მიერ 2018 წლის 10 ყველაზე პერსპექტიულ მსახიობთა შორის დასახელდა

  • Home
  • მთავარი
  • ქართველი მსახიობი ბერლინალეს მიერ 2018 წლის 10 ყველაზე პერსპექტიულ მსახიობთა შორის დასახელდა

ქართველი ახალგზარდა მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, ორგანიზაცია European Film Promotion -ის მიერ 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ  ევროპელ ვარსკვლავს შორის  დასახელდა. ისინი დაჯილდოვდებიან ბერლინის საერთაშორისო  კინოფესტივალზე  2018 წელს.

ირაკლი კვირიკაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მძევლები“.  25 წლის მსახიობმა,  ჟიურის ყურადღება თავისი ენერგიული და ბუნებრივი თამაშით მიიპყრო.

“მძევლები” 2017 წლის ქართველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილის  ფილმია. მისი პრემიერა  ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ისტორია, 1983 წელს ტუ-134-ის თვითმფრინავის გატაცების შესახებ.

ბერლინის 68 საერთაშორისო კინო ფესტივალი გაიმართება 2018 წლის 15-25 თებერვალს. 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია:

Matilda De Angelis (იტალია)

Matilda De Angelis (იტალია) © Roberta Krasnig

Matteo Simoni (ბელგია) © Janey van Ierland

 

 

 

 

 

 

 

 

 

Irakli Kvirikadze(საქართველო) © Rainer Hosch

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Franz Rogowski (გერმანია) © Schramm Film

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Réka Tenki (უნგრეთი) © Robert Hegedüs

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Jonas Smulders (ნიდერლანდები) © Gerard Wessel

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Eili Harboe (ნორვეგია) © Marthe Thu

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Alba August(შვედეთი) © agentfirman planthaber/kildén/mandic

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Luna Wedler (შვეიცარია) © Mathias Bothor

Michaela Coel(დიდი ბრიტანეთი) © Jonathan Keenan

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: EFP

Tags: