ახალგაზრდა რეჟისორების, გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმი “8 წუთი” სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად აღიარეს.
სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე, რომელშიც ყოველწლიურად დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების ინდივიდუალური ნამუშევრების წარდგენა ხდება, ქართული კინო პირველად მონაწილეობდა.
ფილმი “8 წუთი” მოგვითხრობს გმირების საქციელზე მას შემდეგ, რაც ისინი შეიტყობენ, რომ მზის სინათლეს დრო მხოლოდ რვა წუთი დარჩა, შემდეგ კი სრული სიბნელე დაისადგურებს.
პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი – 8 წუთი Sibler Films-ის სადებიუტო პროექტია.
8 წუთი სიდნეის, რუმინეთის, იზმირისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მანჰეტენის ფესტივალების გამარჯვებულია.