საქართველო ერთვება კოსმოსის ათვისების პროგრამაში.
პლანეტა მარსზე ქართული ვაზის ჯიშის გენერირება იგეგმება.
პროექტს სახელწოდებით ,,IX მილენიუმი“ კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს.
ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შემდეგი უწყებები არიან გაერთიანებული: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Microsoft-ისა და კომპანია SpaceFarms – მომავლის სათბურის წარმომადგენლები. პროექტში ასევე ჩართულია საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s.
წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი