ქართული ტრადიციული საოჯახო სასტუმრო – „მხატვრის სახლი“ რაჭაში

  • Home
  • ინტერვიუები
  • ქართული ტრადიციული საოჯახო სასტუმრო – „მხატვრის სახლი“ რაჭაში

თავდაპირველად ერთი ღამის გასათევად შემთხვევით მოიყვანეს სტუმრად ფრანგები და ყველაფერი აქედან დაიწყო. მას შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სასტუმრო - მასპინძელი "მხატვრის სახლიდან"

სტატიაში გაეცნობით ოჯახს, რომელმაც მიატოვა თბილისი და რაჭაში, ტყის პირას გახსნა  საოჯახო სასტუმრო და გააფორმა ქართული ტრადიციული ავეჯით და ფერწერული ნამუშევრებით.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

ჩვენ გვაქვს საოჯახო სასტუმრო რაჭაში, ონში. მივატოვეთ თბილისი, წამოვედით რაჭაში და გავაკეთეთ საოჯახო სასტუმრო.

  1. რამდენი ხანია რაც სასტუმრო ფუნქციონირებს?

სასტუმრომ ფუნქციონირება დაიწყო 2000 წლიდან. თავიდან პატარ-პატარა ჯგუფები ჩამოდიოდნენ ზაფხულობით. შემდეგ შევეცადეთ გაგვეზარდა სტუმრების რაოდენობა. შვილი მყავდა ონში, მე კი თბილისში ვიყავი. მივატოვე თბილისი და ახლა ზამთარ-ზაფხულ აქ ვართ და ვმუშაობთ.

  1. როგორ გაჩნდა “მხატვრის სახლი“-ს დაარსების იდეა?

თავდაპირველად ერთი ღამის გასათევად შემთხვევით მოიყვანეს სტუმრად ფრანგები და ყველაფერი აქედან დაიწყო. მას შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეხსნა სასტუმრო.

  1. რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ჩვენ ვთავაზობთ თანამედროვე, ორადგილიან და სამადგილიან ოთახებს, ასევე ქართულ ტრადიცულ კერძებს. გარდა განთავსებისა და კვებისა სტუმრებს ვთავაზობთ მყუდრო და მეგობეულ გარემოს. სასტუმროს აქვს უზარმაზარი ბაღი ყვავილებით და ხეხილით. ასევე გვაქვს არტეფაქტები.

  1. როგორი იყო სასტუმროს დატვირთულობა პანდემიის პერიოდში?

მსოფლიოში არსებული ვითარების მიუხედავად სასტუმროზე მოთხოვნა მაინც მაღალი იყო.

 

  1. როგორ ფიქრობთ რა არის თვქენი კონკურენტული უპირატესობა?

სხვა სასტუმროებისგან განსხვავები ყველაფერი გვაქვს ტრადიციული. სახლი და ეზო მოწყობილი გვაქვს ქართული ტრადიციული ნივთებით. სასტუმრო გაფორმებულია ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის.

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ ვგეგმავ გაფართოებას და მსგავსი ტიპის სასტუმროს აშენებას.

 

ავტორი: მარიამ გილაური

 

Tags: