ქართული ფილმი 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში

  • Home
  • მთავარი
  • ქართული ფილმი 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში

ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” გამოცემა The Playlist-ის მიერ დასახელებული 2017 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევარია, რომელსაც არაერთი კინოფესტივალის ჯილდო აქვს მოპოვებული. ასევე სულ ცოტა ხნის წინ, იგი ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ “THE WRAP” წლის 12 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ქართული დრამაა. მოქმედება თანამედროვე საქართველოში ხდება და ერთი ქართული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფილმის დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა “ნეტფლიქსმა” შეიძინა, რაც ქართული კინოს ისტორიაში პირველი შემთხვაა.