ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ჩატარდება 2018 წლის 19-20 მაისს, დამოუკიდებლობის დღემდე ერთი კვირით ადრე. საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უკრაინელების გულში, სწორედ ეს ფესტივალი არის აღნიშვნა ამ მეგობრობის და დამოკიდებულების ორ ქვეყანას შორის. ფესტივალის მიზანია გააცნოს ქართული კულტურა ხარკოვის მაცხოვრებლებს და შეაგრძნობინოს ქართული ატმოსფერო, მუსიკით, ცენკვით, სიმღერებით და სამზარეულოთი. ფესტივალი პირველად ხარკოვში ჩატარდება.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიგრძნონ და გამოსცადონ ქართული კულტურა, ნაციონალური ცეკვებით, სამზარეულოთი, ცეკვის ვორკშოფებით, სამზარეულოს გაკვეთილებით და ფოტო გამოფენით. ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ქართული ღვინო, სუვენირები და მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, გაუჩნდეთ ინსპირაცია მოგზაურობისთვის.
ფესტივალი იძლევა შესაძლებლობას ბიზნესისთვის და ბიზნესმენებისთვის წარადგინონ თავიანთი პროდუქცია და კომპანია. ისინი არიან ქართული რესტორნები, ქართული სასურსათო ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული ღვინის იმპორტიორები, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ბევრი ქართველი ოსტატი.
წყარო: Welcome To Georgia