შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „
“ ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილობდა, რომელთაც გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს.
ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში „GastroNord 2018“ მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი“, „ქაპ ჯორჯია/ბრუალე“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „საწნახელი“, „ვარციხის მარანი“, „ბესინი“, KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები“ და „წინანდლის მამული“.
„GastroNord“ პირველად 1985 წელს მოეწყო და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. თავისი არსებობის მანძილზე გამოფენა ითვლება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით.
„GastroNord 2018“-ზე სულ 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.
წყარო: ქართული ღვინო