ქართული ანბანი ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში

  • Home
  • მთავარი
  • ქართული ანბანი ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმში

“თბილისი ჩემს მეხსიერებაში” (კურატორები – გიორგი კალანდია, შტეფან შოლტეკი)

2018 წლის 4 ოქტომბერიდან – 18 ნოემბერამდე ოფენბახის კლინგშპორის მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას: “თბილისი ჩემს მეხსიერებაში”. ექსპოზიცია ასახავს ქართული ანბანის განვითარების გზას მე–5 საუკუნიდან დღემდე.

„თბილისი ჩემს ფიქრებში“ ქართული ანბანისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენაა ევროპაში. ექსპოზიცია 100-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს მოიცავს. აქ თავმოყრილია ნიმუშები როგორც საქართველოს ხელოვნების სასახლიდან, ისე კერძო კოლექციებიდან: ხელნაწერები, პერგამენტზე და ქაღალდზე შესრულებული ძვირფასი მინიატურები, ადამიანის ფიგურებით შექმნილი ანბანის იშვიათი ნიმუშები და სხვა.

ექსპოზიციაში ჩართულია რომსა და თბილისში გამოცემული პირველნაბეჭდი წიგნები, რომლებიც კარგად ასახავენ გვიან შუა საუკუნეებში წიგნის ბეჭდვის ინდუსტრიასა და ისტორიას. ექსპოზიციის გამორჩეული ნაწილია საბჭოთა პერიოდში შექმნილი შრიფტის ნიმუშები, პროპაგანდისტული აფიშები, ანბანით გაფორმებული ფუტურისტული და კუბისტური ნამუშევრები.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018