ქალაქ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდება

  • Home
  • მთავარი
  • ქალაქ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდება

10 მარტიდან -7 მაისის ჩათვლით მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩატარდება.

უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატებითა და #WARPSQUARE – უახლესი ტექნოლოგიებით გაცოცხლებული საქართველოს ნახვა სტუმრები საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ ორი თვის განმავლობაში შეძლებენ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა საზეიმოდ 2019 წლის 15 მარტს გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

ეწვიეთ ვებ-გვერდს: www. georgia-homelandofwine.com

წყარო: საქართველო ღვინის სამშობლოა