ქაოტური განაშენიანება და სამშენებლო პირობების არსებითი დარღვევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
მომზადდა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განხილავს, შესაბამის ნორმებს, კრიტერიუმებს შეიმუშავებს და საბოლოოდ კანონის სახეს მიიღებს.
დაგეგმილი ცვლილებებით, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება და იქ საქმიანობაც აკრძალული იქნება.
უფრო კონკრეტულად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მშენებლობის შეჩერების აქტის შეუსრულებლობა, რაც ნიშნავს ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას.
წყარო: რა კეთდება