საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, საჯარო- კერძო დიალოგის ფორმატში პრეზენტაციით წარსდგა.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მიზანია ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო და სატრენინგო პროექტებისა და გეგმების შესახებ სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრაზე სახელწოდებით „პროფესიული განათლება ტურიზმის სექტორში“ მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და უკვე განხორციელებული უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
ტურიზმის სფეროში პროფესიული გადამზადების უწყვეტი პროცესის შესახებ მარიამ ქვრივიშვილის პრეზენტაციას ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში „ გამართული ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, საზოგადოებას სიტყვით განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ირინე აბულაძემ მიმართა.