პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების ვიცეპრეზიდენტები დაინტერესდნენ

  • Home
  • მთავარი
  • პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების ვიცეპრეზიდენტები დაინტერესდნენ

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების ვიცეპრეზიდენტებმა და სხვა მაღალი რგოლის მენეჯერებმა, სააგენტოს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან საქართველოში კინოგადაღების პოტეანციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

ქ. ლოს-ანჯელესში, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით, შეხვედრები ისეთ კომპანიებთან შედგა, როგორებიცაა: Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრეს და განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომელიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან. 


თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ “Cash Rebate” პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და რაც მთავარია მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები.

 

წყარო: აწარმოე საქართველოში