პროექტი „გაიცანი საქართველო“ 3 წლისაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „გაიცანი საქართველო“ 3 წლისაა. 3 წლის განმავლობაში ჩატარდა 35 პრესტური
ჟურნალისტებმა მოინახულეს 300 ლოკაცია, მომზადდა 200 ზე მეტი სატელევიზიო რეპორტაჟი.
ფოტოები, რეპორტაჟები და ინფორმაციები გავრცელდა სოციალური ქსელებით.
ჟურნალისტების თვალით დანახული საქართველოს სხვადასხვა კუთხე ჩვენმა მოსახლეობამ თავიდან გაიცნო. სასტუმრო „ამბასადორში“ გამართულ ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს და პროდუსერებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„მადლობა თქვენ მეგობრებო რომ ერთვებით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, არ დაიშურეთ ენერგია, იმოგზაურეთ ჩვენი ულამაზესი ქვეყნის უცნობ ადგილებში და მოამზადეთ საინტერესო რეპორტაჟები“ – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია