პროექტები OPIC-ის თანამონაწილეობით – მარიოტი, მოქსი თბილისი, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი

  • Home
  • მთავარი
  • პროექტები OPIC-ის თანამონაწილეობით – მარიოტი, მოქსი თბილისი, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აშშ–ის მთავრობის უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის წარმომადგენლებს მერილ ბურპოის და ფარდინ ჩაუდრის შეხვდა. შეხვედრაზე OPIC-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტები განიხილეს, რომელიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში OPIC-ის წარმომადგენლები ტურიზმისა და მომსახურების სფეროში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. (თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი, მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსი)

OPIC-ის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია აშშ–ის მთავრობის უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესწავლა.

OPIC–ი აშშ–ის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC–ი თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC–ი აშშ–ის კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება. OPIC–ი ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია