პრეზენტაცია გერმანული მედიის წარმომადგენლებისთვის

  • Home
  • მთავარი
  • პრეზენტაცია გერმანული მედიის წარმომადგენლებისთვის

ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანული მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას 30-ზე მეტი ტელევიზიის, გაზეთისა და ონლაინ გამოცემების წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის: ARD, ORF, reise Exclusiv, Stuttgarter Zeitung, Outdoor Magazine, WDR, Die Zeit. ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სხვადასხვა საერთაშორისო მედია-პარტნიორებს და საპარტნიორო ორგანიზაციებს: Euronews, Eurosport, Discovery Channel, National Georgraphic, UNESCO.

გერმანული მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მონაწილეობდნენ. 

გერმანული მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ღვინით და სამთო ტურიზმით.

“გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებებისთვის ჩვენ გავმართეთ სპეციალური პრესკონფერენცია და პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვენის ცნობადობის გაზრდას და მეტი ტურისტის მოზიდვას გერმანიიდა საქართველოში.” -განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია