პრესტური თურქეთიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზიებით საქართველოს თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის “TRT” არხისჟურნალისტები ეწვივნენ.

სამოგზაურო პროგრამის „Evliya Celebi Guide to World Cities” გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურეს და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები გადაიღეს.

თურქი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქვეყნის კულტურის და ეროვნული კერძების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს მოამზადებენ, გადაცემას საქართველოს შესახებ თურქეთში რამდენიმე მილიონი ადამიანი იხილავს.

სამოგზაურო გადაცემის წამყვანია ევლია ჩელები, რომელიც 2011 წელს UNESCO- მ წლის ადამიანად აღიარა. ცნობილ ჟურნალისტს და პრესტურის სხვა მონაწილეებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია