საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური მოაწყო. ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას და კახეთის რეგიონს ეწვივნენ. პრესტურიში 13 ჟურნალისტი მონაწილეობდა მათ შორის ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან თურქეთიდან და ტაილანდიდან. ტურის მონაწილეებს შეხვდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია.
უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საერთაშორისო მაღალრეიტინგული კულინარიული ჟურნალებისთვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ტურის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩინება და თბილისის როგორც ერთ-ერთი წამყვანი „Fine Dining“ ქალაქის პოპულარიზაცია.