პრესტური საუდის არაბეთიდან

საუდის არაბეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 16 არაბი ჟურნალისტი, ბლოგერი და ავიაკომპანია „Flynas Airline”-ის 2 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვია. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas რიადი-თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება წელს დაიწყო.

ტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, გორი, უფლისციხე დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა მოინახულეს კახეთი. თბილისში არაბ ჟურნალისტებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, შეხვედრაზე პრესტურის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია