“პლეხანოვი” მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის 

  • Home
  • მთავარი
  • “პლეხანოვი” მსოფლიოს საუკეთესო 12 უბანს შორის 

ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ ორ სტატიას აქვეყნებს.

გავლენიანი გამოცემის ჟურნალისტი ანა ებელი საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებას მკითხველს უზიარებს. ბარსელონას, ვაშინგტონის, ამსტერდამის, ათენის, სეულის, კართაგენას, იოჰანესბურგის, პანამა-სიტის, საიგონის, ჩიკაგოს და კეიპტაუნის უბნებს შორის თბილისში მდებარე აღმაშენებლის გამზირიც მოხვდა. სტატიის ავტორის თქმით საქართველო სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება. ჟურნალისტი “პლეხანოვის” ისტორიულ შენობებს, ძველებურ სახლებსა და სადარბაზოებს.

მეორე სტატია ქართულ კერძებს და ღვინოს ეძღვნება. 

რატომ უნდა იყოს საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში. 

“როდესაც მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში მოგზაურობას ვაპირებდი სხვადასხვა აზრი მოვისმინე. ზოგიერთს ეგონა ჯორჯიის შტატს ვგულისხმობდი, ზოგიერთებმა მკითხეს, თუ იყო უსაფრთხო საქართველოში მოგზაურობა, ჩემგან დადებითი პასუხი მიიღეს. ჩემმა რამდენიმე მეგობარმა საქართველოში იმოგზაურა. მეგობრებმა თავიანთი მოგონებები გამიზიარეს და რჩევებიც მომცეს. 

ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გამორჩეული კერძებითაა ცნობილი. ქართული კერძები საუკეთესო და მრავალფეროვანია.”

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ქართულ კერძებს, თბილისის, სიღნაღის კვების ობიექტებს, ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს. 

” საქართველო ღვინის და სიყვარულის ქვეყანაა, ეს უკანასკნელი ბუნებრივ სტუმართმასპინძლობაში გამოიხატება. საქართველო მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ. ამ ქვეყანაში 500-ზე მეტი ღვინის ჯიშია. მეღვინეები ღვინოს ტრადიციულ თიხის ჭურჭელში ამზადებენ. საქართველო ნატურალური, ორგანული და უგემრიელესი ღვინოთი გამოირჩევა.”-წერს ანა ებელი.

იხილეთ ორიგინალი სტატიები:

https://www.forbes.com/sites/annabel/2018/06/22/the-12-coolest-neighborhoods-around-the-world/#7a96ce056eb1

https://www.forbes.com/sites/annabel/2018/06/29/why-georgia-the-country-belongs-on-your-travel-wish-list/#71b8650468fb

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია